LEPL - Zurab Zhvania School of Public Administration

Ministry of Education and Science of Georgia
LEPL - Zurab Zhvania School of Public Administration

Photo Gallery

ალექსანდრე ჯეჯელავა სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია

: 2016-08-29
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ადმინისტრაციას და რეგიონული სასწავლო ცენტრების ადმინისტრატორებს შეხვდა, დაათვალიერა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნო პრეზენტაციას სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა სკოლის მიერ შესრულებული სამუშაოები და მოხდა სკოლის სამომავლო გეგმების განხილვა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ორიენტირებულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, 2014 წლიდან განაახლა ფუნქციონირება. სკოლის სამიზნე ჯგუფს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. სამიზნე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას. ამ ეტაპზე სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება" და ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა" ფარგლებში ხორციელდება.