2017 წლის 21 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, შედგა შეხვედრა საქართველოში მოქმედ იმ სასწავლო დაწესებულებებთან და ტრენინგ ცენტრებთან, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საჯარო მოხელეთა პროფესიული და ზოგადი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
2017 წლის 18-19 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ენის სწავლების ჯგუფსა და საგამოცდო კომისიის წევრებს შორის. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საგამოცდო კომისიის წევრებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამისა და ამ პროგრამაში მათი ფუნქცია-მოვალეობების გაცნობას.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2017 წლის 7 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვარელწყალში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2016 წლის 28 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გამართა სკოლის 2016 წლის წლიური შედეგების პრეზენტაცია.
სასწავლო კურსის მაღალ დონეზე ორგანიზებულობა, სფეროს შესაბამისი თემების სწორი შერჩევა და კვალიფიციური, პრაქტიკოსი ტრენერები წარმოადგენენ სკოლის სასწავლო პროგრამების წარმატების საფუძველს. შესაბამისად, სკოლის მსმენელის სტატუსის შეძენა არაერთხელ გამხდარა საჯარო მოსამსახურის შემდგომი პროფესიული წინსვლის მიზეზი.
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 21 ნოემბერს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში სერტიფიკატები გადასცა 46 საჯარო მოხელეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქვემო ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორთან ბატონ პაატა ხიზანიშვილთან.
მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მოსვლა.