რეგიონებში ქართული ენის სწავლების მიმართ ინტერესი იზრდება

რეგიონებში ქართული ენის სწავლების მიმართ ინტერესი იზრდება

: 2017-09-29
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქართული ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს.

სახელმწიფო ენას, ახლა უკვე ახალქალაქის სოფელ კუმურდოს, ნინოწმინდის სოფელ თორიასა და მარნეულის სოფელ მოლაოღლის მკვიდრები შეისწავლიან. პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 8,356 ბენეფიციარმა.

სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნულ უმცირესობებწარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.