სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კიდევ 6 ახალი სოფელი შეემატა

სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კიდევ 6 ახალი სოფელი შეემატა

: 2017-10-24
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს. ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით კიდევ 6 ახალ სოფელში შედის: ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი სხვილისი და დიდი პამაჯი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სოფელი სათხა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელი მუხრანადმანისის მუნიციპალიტეტი სოფელი ამამლო და მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი წითელსოფელი. აღნიშნულ სოფლებში სულ 9 სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა, სადაც მსმენელები სასწავლო პროცესში A1A2 დონის ფარგლებში ჩაერთვებიან. 2017 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 65 სოფელსა და 152 მობილურ ჯგუფს.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით არეალის გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 8,356 ბენეფიციარმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნულუმცირესობებწარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.