სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს

: 2017-10-19
: სიახლეები

საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება.

18 ოქტომბერს ჟვანიას სკოლამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი სასწავლო ჯგუფი შედგა, სადაც სწავლებაწარიმართება B1 დონეზე. ეს უკვე რიგით მესამე საზოგადოებრივი ცენტრია, სადაც სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას განახორციელებს.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით არეალის გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 8,356 ბენეფიციარმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნულუმცირესობებწარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.