სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

ჟვანიას სკოლამ სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

: 2017-12-25
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნოთვითმმართველობის ახლადარჩეულ წარმომადგენლებს. მანყურადღება ორ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა: თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადება და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება.

მიხეილ ჩხენკელი-ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს ეწევა. ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის და, ასევე, ადმინისტრაციული კადრების ცოდნის გაღრმავებას, კონკრეტულად პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ქეთევან ციხელაშვილის აზრით,ჟვანიას სკოლა ემსახურება იმ საქმეს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდეთ სახელმწიფო ენის შესწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართვა არის უმთავრესი ამოცანა და მიზანი. რა თქმა უნდა, ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ადამიანების პროფესიონალიზმი.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომსკოლა დაარსების დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს რამდენიმე მიმართულებით. უპირველესი ეს არის საჯარო მოხელეების გადამზადება, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ იცოდეს, ის არის ხალხის მსახური და ზუსტად უნდა ჩაჯდეს იმ ჩარჩოებში, რასაც დემოკრატიული ქვეყნის მმართველობა გულისხმობს. მეორე, ეს არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ქართული ენის სწავლება საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ქართული სკოლები დამთავრებული.

სსიპ ჟვანიას სკოლა თავის საქმიანობას 2005 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, თვითმმართველ ორგანოებში საჯარო მოხელეების გაძლიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთიან სივრცეში.

დღეის მონაცემებით, სკოლის მიერ1498 საჯარო მოხელე გადამზადდა, ხოლო 9136 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა, უფასოდ შეესწავლა სახელმწიფო ენა. ჟვანიას სკოლა ფუნქციონირებს ქვეყნის 10 რეგიონულ ცენტრსა და 93 სოფელში.