ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს ქართული ენის A1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს ქართული ენის A1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

: 2017-12-28
: სიახლეები

26 დეკემბერს, ინტეგრაციის ცენტრში გაიმართა ქართულ ენაში A1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება.

ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დაცმველის" თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის  დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა.

ღონისძიებაზე ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს  გადაეცათ საჩუქრები და გამოვლინდნენ სხვა და სხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. გარდა ამისა, ბენეფიციარებმა სურვილისამებრ დამსწრე საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით მიმართეს.

შეგახსენებთ, ინტეგრაციის ცენტრის ქართული ენის სამთვიანი კურსის 34 მსმენელიდან, სერტიფიკატი გადაეცა 18 მსმენელს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირაკლი კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ნინო მესხი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რუსუდან ასათიანი  – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი, სოსო კაციტაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს და გაეროს უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი, იოკო აკასაკა – გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, თეა კვირიკაშვილი –  გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისი, ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის  დირექტორი, სალომე ყიფიანი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი და მაია გოზალიშვილი  –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი.  აღნიშნულმა სკოლამ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის უზრუნველყო  ქართული ენის სამთვიანი კურსის სწავლება სპეციალური მოდულით.

სახელმწიფო ენის სწავლება „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის" პროგრამის  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამუშაოს მოძიების გამარტივებას, დამოუკიდებლობას, შემდგომი განათლების მიღებასა და შრომით ბაზარზე მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში 2017 წლიდან ფუნქციონირებს ინტეგრაციის ცენტრი, რომლის საქმიანობას უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი".