ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

: 2018-01-31
: სიახლეები

დღეს, 31 იანვარს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით, დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სს ენერგო-პრო ჯორჯიას პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის A1, A2, B1, B1+, და B2დონეებზე.

სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.

სს ენერგო-პრო ჯორჯია, მხარს უჭერს სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას და სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის სრულყოფას.

მნიშვნელოვანია ის რომ, აღნიშნული თანამშრომლობა სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებით, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტგრაციას შეუწყობს ხელს ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.