ჟვანიას სკოლა რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს

ჟვანიას სკოლა რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს

: 2018-02-08
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. აღნიშნულ შეხვედრებს სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ქალბატონმა ქეთევანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ, რაც მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარო მმართველობის პროგრამები.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა შეხვედრების მონაწილეებს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.