სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა რეგიონებში  სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

ჟვანიას სკოლა რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

: 2018-02-16
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. შეხვედრები გაიმართა მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, საგარეჯოს, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს რაიონების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი და აღნიშნული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

 

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ, რაც მოიცავს ორ ძირითად სასწავლო მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამები.

 

აღსანიშნავია ის, რომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა მხრიდან გამოიკვეთა ინტერესი საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების კუთხით.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა შეხვედრების მონაწილეებს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.