სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შსს აკადემიასთან მემორანდუმი გაფორმდა

შსს აკადემიასთან მემორანდუმი გაფორმდა

: 2018-02-27
: სიახლეები
შსს აკადემიამ და ჟვანიას სკოლამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შსს-ს აკადემიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ერთობლივად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დროშა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადგილობრივი პარტნიორების დროშებს შორის აღმართეს. დასასრულს, რექტორმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა გააცნო.