სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს

: 2018-03-09
: სიახლეები

ჟვანიას სკოლამ სამუშაო შეხვედრები ამჯერად კახეთის რეგიონში გამართა. ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში კონსტანტინე სირბილაძემ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე ქალაქ თელავში, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ, რაც მოიცავს ორ ძირითად სასწავლო მიმართულებას: სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარომმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამები.

ჟვანიას სკოლის დირექტორმა შეხვედრების მონაწილეებს ასევე სკოლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.