გილოცავთ დედაენის დღეს!

გილოცავთ დედაენის დღეს!

: 2018-04-14
: სიახლეები

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში კონკურსში „მოხატე ქალაქი დედაენით" გამარჯვებული ესკიზით 100 კვ.მ ფართობის კედელი მოიხატა.

მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას ნამუშევარში შენარჩუნებულია კედლის პირველადი სახე და მიღებულია აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. ასევე გამოყენებულია ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერ-სახეს. აღსანიშნავია ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილიც, რომელზეც გამოსახულია როგორც ანბანის ელემენტები, ასევე ახალგაზრდა თაობის წიგნთან ურთიერთობით გამოწვეული აღტაცება.

გარდა ამისა ახალგაზრდა მხატვრებმა ქალაქ ქუთაისს კიდევ ერთი ნახატი აჩუქეს წარწერით „ დედა ენა". რომელიც ძირითადი ნამუშევრის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელებაა.

კონკურსი „მოხატე ქალაქი დედა ენით" სსიპ ჟვანიას სკოლამ და ქუთაისის მერიამ ერთობლივად გამოაცხადეს და კონკურსში გამარჯვებული ესკიზით განახორციელეს.