ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

: 2018-04-19
: სიახლეები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. 
მემორანდუმის თანახმად, ჟვანიას სკოლის პედაგოგები, ინტეგრაციის ცენტრში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს.