: 2018-04-23 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს. სასწავლო ჯგუფები გაიხსნა– ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში, ლომატურცხსა და სოფელ მაჭატიაში; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკაში; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში; დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში.
აღნიშნულსოფლებში, სულ 11 სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა, სადაც მსმენელები სასწავლო პროცესში A1-A2 დონის ფარგლებში ჩაერთვებიან. 2018 წლისმონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 104 სოფელსადა 420 მობილურჯგუფს.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულადფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით არეალის გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 10016 ბენეფიციარმა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნადინტეგრირდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.