ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა

ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა

: 2018-05-07
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2018 წლის 6 მაისს გამართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს ეროვნური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან.

სასწავლოპროცესიწარიმართაB1+ და A2+ დონეებზე. მსმენელები დაეუფლნენ პედაგოგიური მუშაობისა და სამოქალაქო განათლების მიღებისათვის საჭირო ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

2018 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 104 სოფელსა და 420 მობილურ ჯგუფს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 10,358 ბენეფიციარმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში