ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას კიდევ 5 ახალ სოფელში იწყებს

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას კიდევ 5 ახალ სოფელში იწყებს

: 2018-07-03
: სიახლეები

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს. სასწავლო ჯგუფები გაიხსნა – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუღანლო, ყარათაკლია, აღთაკლია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერ.

აღნიშნულ სოფლებში,  ამ ეტაპზე 6 სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა, სადაც მსმენელები სასწავლო პროცესში A1-A2 დონის ფარგლებში ჩაერთვებიან.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით  2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 10,715 ბენეფიციარმა. ამჟამად ენის სწავლების არეალი მოიცავს 109 სოფელსა და 454 მობილურ ჯგუფს.

სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.