ჟვანიას სკოლა ტრენინგ-კურსების ჩატარებას რეგიონებში განაგრძობს

ჟვანიას სკოლა ტრენინგ-კურსების ჩატარებას რეგიონებში განაგრძობს

: 2018-07-30
: სიახლეები

26-29 ივისს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებისათვის, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, ჩაატარეს მოკლევადიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი თემაზე - საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა.

სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეებს გაუღრმავოს ცოდნა საქმისწარმოების სწორად წარმართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ეფექტური მუშაობისთვის. ტრენინგმა ინტერაქტიულ რეჟიმში წარმატებით ჩაიარა.