ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი წვევამდელები ალგეთისა და ოსიაურის საველე საწვრთნელ ბაზაზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი წვევამდელები ალგეთისა და ოსიაურის საველე საწვრთნელ ბაზაზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან

: 2018-10-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეროვნული უმცირესობის წვევამდელებისთვის ალგეთისა და ოსიაურის საველე საწვრთნელ ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში20 აზერბაიჯანულენოვანი და 37 სომხურენოვანი წვევამდელია ჩართული. სასწავლო პროცესი 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო ენის საფუძვლებს შეისწავლიან და ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს შეძლებენ.

სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში სრულფასოვნად მოახდინონ თავის დამკვიდრება.