ჟვანიას სკოლამ კახეთის რეგიონში გუბერნიისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა

ჟვანიას სკოლამ კახეთის რეგიონში გუბერნიისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა

: 2018-11-16
: სიახლეები

    12-15 ნოემბერს ჟვანიას სკოლამ მოკლევადიანი სპეციალიზებული გასვლითი კურსების ფარგლებში კახეთის რეგიონის გუბერნიის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისათვის ჩაატარა ტრენინგი ორი მიმართულებით - ადამიანური რესურსების მართვა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

    ტრენინგ-კურსი მოიცავდა 4 სასწავლო დღეს. სასწავლო პროცესმა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. კურსი წარმატებით დაასრულა და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღო კახეთის რეგიონის გუბერნიის და მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს 22-მა თანამშრომელმა. 

      მსმენელები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: ახმეტა, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი და ყვარელი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სასწავლო პროგრამების მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, როგორც თეორიული ცოდნის დონის ამაღლების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების მიზნით.

    ჟვანიას სკოლა საჯარო მოხელეებს ,,საჯარო მმართველობის" სასწავლო პროგრამის ფარგლებში სთავაზობს: გრძელვადიან კომპლექსურ, მოკლევადიან სპეციალიზებულ და მოკლევადიან სპეციალიზებულ გასვლით კურსებს. 
   ჟვანიას სკოლა სისტემატურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა გამოავლინოს საჯარო ორგანიზაციებში არსებული საჭიროებები ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვისა და განხორციელების მიზნით.