ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ 50  წვევამდელს ჟვანიას სკოლამ სერტიფიკატები გადასცა

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ 50 წვევამდელს ჟვანიას სკოლამ სერტიფიკატები გადასცა

: 2018-11-21
: სიახლეები

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მომსახურე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა, რომლებიც საწყის საბრძოლო მომზადებას საველე-საწვრთნელ ბაზა „ხცისში" გადიან, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლება დაასრულეს. 50 წარმატებულ მსმენელს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებოდნენ.

აღნიშნული პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, სრულფასოვნად გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, გააგრძელონ კარიერა შეიარაღებულ ძალებში და ისარგებლონ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით.