ზურაბ ჟვანიას 55-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ზურაბ ჟვანიას 55-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

: 2018-12-10
: სიახლეები

თბილისში, საქართველოს პარლამენტის რუსთაველის დარბაზში სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ზურაბ ჟვანიას დაბადების 55-ე წლისთავი აღნიშნა. სტუმრებს სიტყვით სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მიმართა:

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა მისი სახელის ტარება. ზურაბ ჟვანია იყო ის პოლიტიკოსი, რომლის ხედვებმაც განსაზღვრა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს და ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას. ზურაბ ჟვანია ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში და ბევრ მნიშვნელოვან პროცესს ედგა სათავეში", - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია.
ღონისძიებაზე სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - „ჩვენი თაობის პრივილეგია" - გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ.