წარჩინებულ კურსდამთავრებულ წვევამდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

წარჩინებულ კურსდამთავრებულ წვევამდელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

: 2018-12-14
: სიახლეები

13 დეკემბერს ოსიაურის საველე საწვრთნელ ბაზაზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ წვევამდელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორმა ზურაბ კლდიაშვილმა გადასცა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცებს ფიცის დადება თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის უფროსმა ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ჯოჯიშვილმა მიულოცა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელ პროგრამა ოსიაურისსაველე საწვრთნელ ბაზაზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებოდნენ.