ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ 298 წვევამდელს სახელმწიფო ენა შეასწავლა.

ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ 298 წვევამდელს სახელმწიფო ენა შეასწავლა.

: 2018-12-27
: სიახლეები
25 დეკემბერს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა სახელმწიფო ენის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კიდევ 6 წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეს მიულოცა და მათ სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის, ოსიაურისა და ხცისის საველე-საწვრთნელ ბაზებზე სულ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი 298 სამხედრო მოსამსახურე გადაამზადა.