ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით

ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით

: 2018-12-31
: სიახლეები
2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სამუშაო ჯგუფის და UNHCR-ის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ, 3 თვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული პროექტის „ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით" პრეზენტაცია გაიმართა.
კომპაქტდისკი, რომელიც მოიცავს 12 აუდიოგაკვეთილს და შესაბამის ილუსტრაციებს, დაეხმარება საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ, თავშესაფრის და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებზეც ვრცელდება UNHCR-ის მანდატი, ქართული ენის საბაზისო ცოდნის მიღებით, საზოგადოებაში ინტეგრირების გაადვილებაში.
აღნიშნული აუდიო გაკვეთილები ხელმისაწვდომი იქნება, ასევე ინტერნეტ სივცრეში. კერძოდ, დაიდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.zspa.ge და UNHCR-ის პარტნიორ ვებ-საიტებზე. მსურველები გაკვეთილების მოსმენას შეძლებენ უფასოდ. პროექტის ფარგლებში აუდიოგაკვეთილები გადაეცემათ ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც სურთ, შეისწავლონ ქართული ენა, ასევე შეძლებენ ონლაინ ვერსიით სარგებლობას.