ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 11 წარმომადგენელი სახელმწიფო ენას შეისწავლის

ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 11 წარმომადგენელი სახელმწიფო ენას შეისწავლის

: 2019-02-19
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, A2 დონის ახალი ჯგუფი გაიხსნა. სახელმწიფო ენას, ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 11 წარმომადგენელი შეისწავლის. აღნიშნული კურსი მათ დაეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი ენობრივი ბარიერის დაძლევაში. კურსი მოიცავს 120 საათს. 

მეცადინეობებს წარუძღვება ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერი - მაგდა ზარანდია.