სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

,,საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა“ - ჟვანიას სკოლაში ახალი სასწავლო პროგრამა დამტკიცდა

,,საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა“ - ჟვანიას სკოლაში ახალი სასწავლო პროგრამა დამტკიცდა

: 2019-02-21
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასწავლო პროცესების მართვის საბჭოს რიგით მეთერთმეტე სხდომა გაიმართა.

,,საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის" ფარგლებში საბჭომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა ახალი პროგრამა - ,,საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა".

პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ საჯარო სკოლებთან, სურვილი აქვთ შეიძინონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სფეროში, დაინტერესებული არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ფუნქცია პრაქტიკაში.

პროგრამის მიზანია ზემოთ ჩამოთვლილ პირთათვის ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროექტის ფარგლებში, ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის თეორიული ნაწილის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ყველა იმ სტანდარტის, ტექნიკისა და მექანიზმის გაცნობა, რომელიც საჭიროა ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის თითოეული ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად.