: 2019-02-23 : სიახლეები |
საჯარო სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი, მიმზიდველი გარემოსა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ", განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, „საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის" შესახებ ტრენინგს საქართველოს სხვადსხვა რეგიონის 330-მდე წარმომადგენლი გაივლის. ტრენინგ-კურსი 4 ნაკადად ჩატარდება.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლება სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ საჯარო სკოლების ოპერირებასა და მოვლა-პატრონობასთან, კერძოდ, საჯარო სკოლების დირექტორები, მნეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებაში.
ტრენინგ-კურსის მიზანია ყველა იმ სტანდარტის, ტექნიკისა და მექანიზმის გაცნობა, რომელიც საჭიროა ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ფუნქციის თითოეული კომპონენტის წარმატებით განსახორციელებლად.
„საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის" პროექტში ჩართულია 127 სკოლა, 44 მუნიციპალიტეტი და 44 საგანმანათლებლო რესურსცენტრი.