ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ქალაქ რუსთავსა და 3 ახალ სოფელში შევიდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ქალაქ რუსთავსა და 3 ახალ სოფელში შევიდა

: 2019-02-26
: სიახლეები

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიულ არეალს კვლავ აფართოებს. სასწავლო ჯგუფები გაიხსნა: ქალაქ რუსთავში (№18 საჯარო სკოლა), მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოსა და სოფელ შაუმიანში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სტატუსის მქონე 53 აზერბაიჯანელი და 24 სომეხი მოქალაქისგან დაკომპლექტდა A1, A2 და A2+(პედაგოგებისათვის) დონის 6 სასწავლო ჯგუფი.

2014-2019 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 12 ქალაქს, 118 სოფელსა და 571 მობილურ ჯგუფს. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 12 997 ბენეფიციარმა.