სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროექტი - ,,ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით

პროექტი - ,,ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით"

: 2019-02-28
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ დაწესებულებას კომპაქტდისკები გადასცა.

პროექტი „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით" - კომპაქტდისკი, მოიცავს 12 აუდიოგაკვეთილსა და შესაბამის ილუსტრაციებს. სასწავლო რესურსი დაეხმარება საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ, თავშესაფრის და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებზეც ვრცელდება UNHCR-ის მანდატი, ქართული ენის საბაზისო ცოდნის მიღებასა და საზოგადოებაში მარტივად ინტეგრირების პროცესში.

კომპაქტდისკები - „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით" მომზადდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული აუდიოგაკვეთილები ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. კერძოდ, განთავსებულია სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.zspa.ge, ასევე დაიდება UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და ორგანიზაციის პარტნიორ ვებ-საიტებზე. მსურველები გაკვეთილების მოსმენას შეძლებენ უფასოდ.

აღნიშნული კომპაქტდისკების პრეზენტაცია 2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შედგა.