სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დმანისსა და გარდაბანში კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის ახალი ჯგუფები გაიხსნა

დმანისსა და გარდაბანში კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის ახალი ჯგუფები გაიხსნა

: 2019-03-06
: სიახლეები

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სამიზნე რეგიონებში - დმანისსა და გარდაბანში, კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის ახალი სასწავლო ჯგუფები გაიხსნა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში, გარდაბნის რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა ეროვნების 54 წარმომადგენლისაგან, 4 სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა.

კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის საშუალებით, მსმენელები შეძლებენ გაზარდონ შრომის ეფექტურობ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე და აიმაღლონ კვალიფიკაცია უწყვეტი განათლების კონცეფციის ფარგლებში.