ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ

: 2019-03-07
: სიახლეები

7 მარტს, ვაზიანის საველე საწვრთნელ ბაზაზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე სირბილაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ეროვნული უმცირესობის 14 წარმომადგენელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დასრულება მიულოცა და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა წვევამდელებმა, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის A1 დონის ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს.

ბაზაზე სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას წინ უძღვოდა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალის პატივგება.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი წვევამდელებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ვაზიანის საველე საწვრთნელ ბაზაზე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები ახორციელებენ.