ჟვანიას სკოლამ პროექტის

ჟვანიას სკოლამ პროექტის "საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა" ფარგლებში მსმენელთა მე-3 ნაკადი მიიღო.

: 2019-03-09
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, პროექტის "საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა" ფარგლებში, მსმენელთა მე-3 ნაკადი მიიღო. 
9 და 10 მარტს, ტრენინგ-კურსს გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ქარელის, ქუთაისის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ზესტაფონის, ბოლნისის, ტყიბულის, გარდაბნისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 83 წარმომადგენელი გაივლის.
მე-3 ნაკადის მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე სირბილაძემ და პროგრამების სპეციალისტმა ირინე გეგუჩაძემ მიულოცეს, მათ აუდიტორიას რიგი საორგანიზაციო საკითხები გააცნეს.
"მოხარული ვართ, რომ ჟვანიას სკოლაში ხორციელდება პროექტი "საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა". დღეს მივიღეთ მსმენელთა მე-3 ნაკადი, 2 დღიან ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 83 წარმომადგენელი გაივლის. პროექტის მონაწილეები ყველა იმ სტანდარტს, ტექნიკასა და მექანიზმის გაეცნობიან, რომელიც საჭიროა საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად" - კონსტანტინე სირბილაძე. 
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
"საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის" პროექტს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო" განათლების სამინისტროს მმართველობის ქვეშ შემავალ სიპებთან: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.