ჟვანიას სკოლის პედაგოგები ქვემო ქართლის გუბერნატორმა დააჯილდოვა

ჟვანიას სკოლის პედაგოგები ქვემო ქართლის გუბერნატორმა დააჯილდოვა

: 2019-03-13
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გარდაბნისა და ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრების სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პედაგოგები ნინო ბუთურიშვილი და ნონა მიქელაძე, ქვემო ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. 
11 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილებთან ერთად იმ პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ქართულ ენას ასწავლიან.
შეხვედრისას პედაგოგებმა მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად მიღწულ წარმატებებზე ისაუბრეს, რამაც მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე გააუმჯობესა. საუბარი შეეხო სწავლების პროცესში არსებულ საჭიროებებსაც.
სახელმწიფო რწმუნებული ქართული ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ პედაგოგებს ეტაპობრივად შეხვდება.