სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში პროექტი „საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა“ დასრულდა.

ჟვანიას სკოლაში პროექტი „საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა“ დასრულდა.

: 2019-03-17
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მასშტაბური პროექტი „საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა" დასრულდა.

17 მარტს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე სირბილაძემ 70 კურსდამთავრებულს სერტიფიკატი გადასცა.

„ჟვანიას სკოლაში დასრულდა ტრენინგ-კურსი. სერტიფიკატები გადავეცით მე-4 ნაკადის მსმენელებს. პროექტის „საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირება და მოვლა-პატრონობა" ფარგლებში, ჩართული იყო 120 საჯარო სკოლა, 41 საგანმანათლებლო რესურსცენტრი და 38 მუნიციპალიტეტის მერია. იმედი გვაქვს, რომ სკოლაში მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები თავიანთ სამუშაო ადგილებზე წარმატებით გამოიყენებენ" - კონსტანტინე სირბილაძე.

ტრენინგ-კურსის ფარგლებში გადამზადდა 284 პირი. სასწავლო პროცესში ჩართულნი იყვნენ იმ სკოლების დირექტორები, მნეები, რესურსცენტრებისა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები, რომელთა სკოლების რეაბილიტაციაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ" განახორციელა.

მსმენელები გაეცნენ ყველა იმ სტანდარტს, ტექნიკასა და მექანიზმს, რომელიც საჭიროა საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად. სასწავლო პროცესს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტრენერები უძღვებოდნენ.