საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ცენტრს ესტუმრა

: 2019-03-19
: სიახლეები

19 მარტს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ქეთევან მახარაშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე სირბილაძემ პრეზიდენტს ცენტრის მუშაობა და სკოლის საქმიანობა გააცნო. სალომე ზურაბიშვილი ქართული ენის გაკვეთილს დაესწრო, შეხვდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მსმენელებს და მათ „ნოვრუზ ბაირამის" საერთო სახალხო დღესასწაული მიულოცა.

"ჩემი ერთ-ერთი ინტერესი და პრიორიტეტი ამ რეგიონში არის ქართული ენის საკითხი, ამიტომ მოვედი ჟვანიას სკოლაში. წარმატების და ინტეგრაციის გზა არის ენის ფლობა" - სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ასევე გაეცნო სკოლის მიერ მომზადებულ სახელმწიფო ენის სახელმძღვანელოებს და კომპაქტდისკებს „ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით".

საქართველოს პრეზიდენტი ქვემო ქართლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.