ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

: 2019-03-28
: სიახლეები

„დედა ენის" დღესთან დაკავშირებით 1 აპრილს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს კალიგრაფიის კონკურსს თემაზე: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად".

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, მხოლოდ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მსმენელებს. 

ნაშრომი უნდა შესრულდეს A4 ფორმატის ქაღალდზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ჟვანიას სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს და ადმინისტრატორების მეთვალყურეობის ქვეშ შეასრულონ დავალება!

ნამუშევრებს შეამოწმებს სპეციალური ჟიური და 24 საათის განმავლობაში განთავსდება სკოლის ფეისბუქ გვერდზე.

13 აპრილს, გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ფეისბუქზე მოწონებების მაქსიმალური რაოდენობით და ჟიურის რჩეული.

მასალების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი, 18:00 საათი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.