ლ. მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ლ. მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

: 2019-05-10
: სიახლეები
10 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, სადაც შეხვედრის მონაწილე პირებს ჟვანიას სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, კონულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის, GIPA - საჯარო მმართველობის სკოლის, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის გაცნობა, ინფორმაციის გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმებიც.