სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო

ჟვანიას სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო

: 2019-05-27
: სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაც ჩაერთო.

ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მოწყობილ პავილიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სკოლის მიერ გამოშვებულ სახელმძღვანელოებს, აუდიოდისკებს "ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით", კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულის მასტერკლასს, წარმატებულ კურსდამთავრებულებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს, ასევე დამთვალიერებლებმა ისარგებლეს ხატვის მომსახურებით.

ჟვანიას სკოლის პავილიონს დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე მხარისა და ქალაქის პირველ პირებთან ერთად სტუმრობდა.