ჟვანიას სკოლასა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

: 2019-05-29
: სიახლეები
დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებს. კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე განახორციელებენ სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებსა და სემინარებს, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში ღონისძიებებსა და საჯარო მმართველობის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების განხორციელებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროექტებს, ასევე მხარეები გაცვლიან ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ კვლევით ინფორმაციას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.