ჟვანიას სკოლა ერთ-ერთი მთავარი ტრენინგ-პროვაიდერია, რომელიც ყველა დაინტერესებულ საჯარო მოხელეს სთავაზობს აკრედიტებულ პროგრამებს. მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაინტერესდა ჟვანიას სკოლის შეთავაზებით და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების" პროგრამის შესახებ და სკოლამდელი განათლების პროექტის ფარგლებში ჟვანიას სკოლის ჩართულობაზე.