სერტიფიკატების გადაცემა

: 2016-11-28
: სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 21 ნოემბერს გამართა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების 2016 წლის მესამე ნაკადის კურსდამთავრებულთათვის. სერტიფიკატები გადაეცა 46 საჯარო მოხელეს.
სწავლება 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა შემდეგ დარგობრივ კურსებზე: "საჯარო ორგანიზაციების მართვა", "ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება" და "საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია".
2016 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში "საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების" პროგრამის ფარგლებში სწავლება 3 ნაკადად განხორციელდა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ პირებს დასკვნითი გამოცდები ძირითად საგნებში ცენტრალიზებული წესით ჩაუტარდათ.
სასწავლო პროცესი 6 ნოემბერს დაიწყო და 21 ნოემბერს დასრულდა.