ჟვანიას სკოლის 2016 წლის წლიური შედეგების პრეზენტაცია

ჟვანიას სკოლის 2016 წლის წლიური შედეგების პრეზენტაცია

: 2016-12-29
: სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2016 წლის 28 დეკემბერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გამართა სკოლის 2016 წლის წლიური შედეგების პრეზენტაცია. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან მახარაშვილმა შეაჯამა 2016 წელი და წარმოადგინა ჟვანიას სკოლის 2017 წლის სამოქმედო გეგმა.

ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ ჟვანიას სკოლის 2016 წლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულებს.