სამუშაო შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისში

: 2017-02-20
: სიახლეები
2017 წლის 21 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, შედგა შეხვედრა საქართველოში მოქმედ იმ სასწავლო დაწესებულებებთან და ტრენინგ ცენტრებთან, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საჯარო მოხელეთა პროფესიული და ზოგადი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
შეხვედრაზე თავისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის და სხვა ტრენინ-ცენტრების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები ტრენინგ-პროგრამების განხორციელების მექანიზმის შექმნის, პროფესიული პროგრამების სტანდარტების შექმნის, პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. ხაზი გაესვა ტრენინგ-ცენტრების თანამშრომლობის აუცილებლობას ზემოხსენებული საკითხების მოგვარებაში.