სახელმწიფო ენის სწავლება B1+ დონეზე

სახელმწიფო ენის სწავლება B1+ დონეზე

: 2017-03-06
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში მეცადინეობა დაიწყო დარგობრივი მიმართულების ორმა ჯგუფმა. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე სამართალმცოდნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სწავლება წარიმართება ენის ფლობის B1+ დონეზე და მოიცავს 17 სასწავლო დღეს. მსმენელები წარმოდგენილნი არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. სწავლებას უძღვებიან პროგრამის გამოცდილი პედაგოგები - ინგა ბაგრატიონი და ნანა არაბული.