ჟვანიას სკოლამ დედაენის კვირეული დაიწყო

ჟვანიას სკოლამ დედაენის კვირეული დაიწყო

: 2017-04-14
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ქალაქ ახალციხეში დედაენის კვირეული დაიწყო, რომელიც ახალქალქსა და ნინოწმინდაში გაგრძელდა. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო თავისუფალი გაკვეთილები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების ირგვლივ. დედაენის კვირეულში სკოლის მსმენელებთან ერთად ჩართულები იყვნენ მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ანსამბლები.

ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზაცია, რომელიც ორგანიზებულად და სისტემურად ცდილობს მოაგვაროს სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე - განაცხადა სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა.

დედაენის კვირეული 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ჟვანიას სკოლის ათივე რეგიონულ სასწავლო ცენტრს (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, გარდაბანი, ლამბალო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ლაგოდეხი და ახმეტა).

დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ასევე სკოლის მიზანია, სტუმრებს გავაცნოთ ჟვანიას სკოლის საქმიანობის შედეგები.