ჟვანიას სკოლა ახალ სასწავლო პროგრამებს იწყებს.

ჟვანიას სკოლა ახალ სასწავლო პროგრამებს იწყებს.

: 2017-04-18
: სიახლეები

ჟვანიას სკოლა ახალ სასწავლო პროგრამებს იწყებს. საბჭომ განიხილა და დაამტკიცა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის B1+დონის დარგობრივი მიმართულების პროგრამები – ,,მენეჯმენტი", ,,ფინანსები და შესყიდვები". აღნიშნული სასწავლო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მსმენელს შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები კონკრეტული პროფესიული მიმართულებით. სწავლებისას გათვალისწინებულია ყველა იმ აპრობირებული მეთოდისა და მიდგომის გამოყენება, რაც იძლევა ეფექტურ შედეგს ენობრივი კომპეტენციების ამაღლების თვალსაზრისით.