დედაენის კვირეული მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში

დედაენის კვირეული მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში

: 2017-04-19
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 18 აპრილს დედაენის კვირეულის ფარგლებში მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ღია გაკვეთილები გამართა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო თავისუფალი გაკვეთილები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების ირგვლივ. დედაენის კვირეულში სკოლის მსმენელებთან ერთად ჩართულები იყვნენ მოწვეული სტუმრები.