მეტი წარმატებული და ეფექტური მმართველი საჯარო სექტორში

მეტი წარმატებული და ეფექტური მმართველი საჯარო სექტორში

: 2017-06-06
: ბლოგი

სერგი კარახანიანი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. აღნიშნული სფერო არაერთ საჯარო მოსამსახურეს აერთიანებს, ხოლო მის ხელმძღვანელ პირს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირება და სათანადო მომსახურების გაწევა მოქალაქეთათვის.

შესაბამისად, მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოთხოვნამ და სურვილმა განაპირობა ის, რომ ბატონმა სერგიმ 2014 წელს წარმატებით გაიარა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ შეთავაზებული საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა.

,,ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, როდესაც საჯარო მოსამსახურეებსა და ამ სექტორში დასაქმებულ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს სთავაზობს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამას,"- აცხადებს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი, ბატონი სერგი კარახანიანი.

სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მან მიიღო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, უკეთ გაეცნო ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს და დღეს წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

,,აღნიშნული კურსი დამეხმარა შემდგომი საქმიანობის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. თვალყურს ვადევნებ სკოლის მიერ დაგეგმილ სასწავლო პროგრამებს და მინდა ყველას ვურჩიო, წავახალისო ჩემი თანამშრომლები, რომ მათაც გაიარონ ეს სასწავლო პროგრამა, რომელიც ინტერაქტიულ, საინტერესო და პრაქტიკულ გამოცდილებაზეა მორგებული,"- საუბრისას აღნიშნა მან.

ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამა წლებია, წარმატებით ხორციელდება. პროფესიულ განვითარებაზე დასაჯარო მოხელეების უშუალო საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო მიდგომა ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა განვითარებას და ამ სექტორის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას მომავალში.