,,მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი“ 30 ივლისი მეგობრობის საერთაშორისო დღეა

,,მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი“ 30 ივლისი მეგობრობის საერთაშორისო დღეა

: 2017-07-03
: სიახლეები

მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟვანია სსკოლა 1 ივლისიდან იწყებს კონკუსს  სახელწოდებით –,,მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი".

კონკურსში მონაწილეობას  მიიღებენ ჟვანიას სკოლის ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" მსმენელები, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებიდან.

კონკურსის პირობების თანახმად მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ ამონარიდი მეგობრობაზე ვეფხისტყაოსნიდან და შეუსაბამონ გადაღებული ფოტო. კონკურსანტების მიერ გამოგზავნილ ნამუშევრებს განიხილავს და შეამოწმებს კომპეტენტური ჟიური.

31 ივლისს გამოვლინდება კონკურსის ორი გამარჯვებული: მაქსიმალური მოწონებების რაოდენობით და ჟიურის რჩეული. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით.